დღის ფოტო: უსახლკარო ბავშვი ქუჩაში მეცადინეობს

დღის ფოტო: უსახლკარო ბავშვი ქუჩაში მეცადინეობს

ფოტო, რომელზეც უსახლკარო ბავშვი ფილიპინებში, მაკდონალდსის რესტორნის განათების შუქზე წერს სასკოლო დავალებას, ინტერნეტ ჰიტად იქცა. ადამიანები აცხადებენ, რომ ამ ბიჭუნამ შთაგონების წყაროსავით იმოქმედა მათზე. ფოტოზე გამოსახული ბავშვი დანიელ კარაბერაა, მისი სახლი დაიწვა და მამა ხანძრისას გარდაიცვალა. მას ხშირად ხედავენ ქუჩაში, თუ როგორ ითხოვს მოწყალებას დედასთან ერთად. თუმცა, ამავდროულად ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს მიიღოს განათლება.

დენიელის ერთ-ერთი მასწავლებელი როზალინა დეტუია მის შესახებ ყვება, რომ ბედნიერი ბავშვია. "ძალიან ჭკვიანია და სულ სწორი პასუხები აქვს საკლასო დისკუსიისას" - ამბობს მასწავლებელი.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს