ლიკა კიკიანი მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხობს: როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ არ გამოცხადდა გენინსპექციაში და რა კავშირი აქვს სახლთან, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა

ლიკა კიკიანი მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხობს: როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ არ გამოცხადდა გენინსპექციაში და რა კავშირი აქვს სახლთან, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერი ლიკა კიკიანი მის საქმეზე გენერალური ინსპექციის დასკვნას ეხმაურება და AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მისი სიმართლე არავის აინტერესებს. კიკიანის საქმეს ცოტა ხნის წინ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, თუ დარჩა დამატებითი კითხვები, საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.

ლიკა კიკიანი:

- შეურაცხმყოფელი იყო გენინსპექციის დასკვნა. თვალებში დამიბნელდა, პოლიციელებს არ მოუყენებიათ ჩემთვის ასეთი შეურაცხყოფა. დახურეს საქმე, რომელიც არ არის დასახური და დადეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოვყავარ ორ პოლიციელს. ოცი პოლიციელი ხელს ვერ მომკიდებდა, იქვე ჩანს ბიჭი, რომელიც მექომაგება. ამას თუ ვერავინ ხედავს, დაუნახავები ყოფილან და მათთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. რაც შეეხება პოლიციაში შესვლის და გამოსვლის კადრებს, გინახიათ ადამიანი ბუნტით შევარდეს პოლიციაში? ზემოთ პარკინგზე გადაღებული კადრები არავის უნახავს და ისე ასკვნიან ყველაფერს. 6 საათი ვიყავი კუს ტბაზე, მატყუებდნენ, მოგცემთ კადრებსო. მოგვატყუეს და არ მომცეს კადრები. მითხრეს შსს-ს და გენინსპექციის ნებართვის გარეშე ვერ მოგცემთო, პატრულიც კი არ მოვიდა გამოძახებაზე.

- რატომ არ გამოცხადდით გენერალურ ინსპექციაში დაკითხვაზე?

- გენინსპექციას არ უთქვამს კონკრეტული დრო, როდის უნდა მივიდე დაკითხვაზე. გუშინ სახლიდან გასვლის წინ ვესაუბრე იმ პირს, ვინც დამიბარა გენინსპექციაში და მითხრა, ჩვენ სულ აქ ვართ, როცა გინდა მაშინ მოდიო. ამიტომ გადავწყვიტე საიაში მისვლა, პოლიციელების გადარჩენის გამო დაიდო ის დასკვნა; სად არის დანარჩენი კადრები? არ ვაპირებ გაჩერებას.

- ვიდეოში ჩანს, რომ მაისური არ არის დახეული...

- მე ვიდეოში ვამბობ გაწევ-გამოწევაში მაისური შემომძვრა-თქო, მაშინ ვთქვი, თითქოს ორსულად ვიყავი. ვიდეომიმართვაშიც ეს მაისური მეცვა. აღშფოთებული ვარ სასწრაფოს განცხადებით. მუცლის მოვლითი ტკივილები მკეცავდა, ხელით გამისინჯეს მუცელი. მივხვდი, პოლიციას უყურებდა ეს სასწრაფო და უარი ვთქვი მათ დახმარებაზე. სასწრაფოს ის ფურცელიც არ მოუცია, სადაც გამოძახების და ჩივილების შესახებ წერია. პატრულმა მომაწერინა უბრალოდ ხელი იმაზე, რომ არ მინდოდა სასწრაფოს დახმარება.

- რატომ დაიწყო ჩხუბი კუს ტბაზე შენს ახლობელ ბიჭებს შორის?

- ის ბიჭები უბრალოდ კამათობდნენ. დაწყნარებული იყო მდგომარეობა, პოლიციელები როგორც კი შემოვარდნენ, ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ჩემი ამბავი მონაგონი იქნებოდა, ის ბიჭები იქ რომ დარჩენილიყვნენ.

- თვითმხილველი გყავთ?

- თვითმხილველები არაფერს იძახიან, ავტოსადგომის ზედა ტერიტორია ცარიელი იყო. ჩემი იმედი არის კამერები, რომელსაც არავინ მაძლევს. სადაც პოლიციელები მცემდნენ, თვითმხილველები იქ არ იყვნენ.

- სოციალურ ქსელში წერენ, რომ თქვენ ეკა კიკიანის და ხართ, ვის სახლშიც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. ზოგი ცდილობს, თქვენი შემთხვევა ჟვანიას საქმეს დაუკავშიროს, ადასტურებთ თუ არა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას?

- რა უნდა ვთქვა ამაზე? ჩემი დის იყო სახლი, რომელიც იქირავეს და სადაც გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია. მაშინ სკოლაში დავდიოდი და როცა მითხრეს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ, მახსოვს, ვიტირე. იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა. წლების შემდეგ პოლიციამ შეურაცხყოფა რომ მომაყენა, თურმე იმიტომ ვიღებ ხმას, რომ ეკა კიკიანის და ვარ. ეს სრული აბსურდია, რადგან ჩემს სახლში ჟვანია მოკვდა, მე ხმა არ უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ იმ ამბავს არ მიაწერონ?! რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამას ჟვანიას საქმესთან, მის შვილთან ვიჩხუბე, თუ მკვლელთან?

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

იხილეთ ვიდეო: "შენ 20-ლარიანი ვის დაუძახეო... ყელში მწვდა და დამაგდო"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია