როგორ დავიცვათ სახე მზისგან

როგორ დავიცვათ სახე მზისგან

მზის მავნე ზემოქმედების შესახებ ყველამ იცის, ამიტომ წესად უნდა ვაქციოთ მზის სხივებისგან სახის კანის დაცვა. თუ მზეზე ბევრ დროს გავატარებთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს ნაადრევი ნაოჭები, ყავისფერი ლაქები და კანი გაგვიუხეშდეს.

ამის თავიდან ასაცილებლად:

* უნდა ვერიდოთ მზეზე ყოფნას მისი აქტივობის პიკზე, დღის 11-დან 16 საათამდე.

* არ უნდა დაგვავიწყდეს მზისგან დამცავი კრემის წასმა ორ საათში ერთხელ, ასევე - ბანაობის შემდეგ.

* გარუჯვის შემდეგ წავისვათ დამატენიანებელი კრემი, ლოსიონი, რძე.

მზისგან დამცავი საშუალებები კანზე დადებითად მოქმედებს, ისინი ბუნებრივი კომპონენტებისგანაა დამზადებული, ამიტომ ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოშობას. გარდა ამისა, გაღიზიანებისგან იცავს, ანოტივებს, კვებავს, არბილებს და ვიტამინებით ამდიდრებს კანს, რითაც ამუხრუჭებს დაბერების პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მზისგან სახის დაცვას, რადგან სწორედ სახის კანი განიცდის პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას. მას გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყოველდღიური მოვლა სჭირდება. მზისგან დამცავ საშულებებს, როგორც წესი, დაცვის მაღალი დონე აქვს. მათში შედის მზისგან დამცავი ფილტრი, რომელსაც დამწვრობისა და ანთების განვითარების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს. სახის მზისგან დამცავი საშუალებების უმეტესობა შეიძლება მაკიაჟის ბაზადაც გამოვიყენოთ. ეს ძალიან მოხერხებულია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ჩახუთულ ქალაქში მთელი ზაფხულის გატარება უწევთ.

როგორ შევარჩიოთ სახისთვის მზისგან დამცავი კრემი

სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს. ასეულობით ვარიანტიდან ერთადერთი, მაგრამ საუკეთესო რომ შევარჩიოთ, უნდა ვიცოდეთ, რას ვეძებთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახის მზისგან დამცავი საშუალება.

უპირველესად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ქილაზე გამოსახულ სამ ასოს - SPF-ს. მათ გვერდით მიწერილი რიცხვი გამოხატავს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ხარისხს. ბუნებრივია, რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, მით უფრო მაღალი და საიმედოა დაცვა. სახის მზისგან დამცავი კრემების SPF ინდექსი, წესისამებრ, 15-დან 50-მდე მერყეობს. რომელი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს?

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს