9 ივლისს, თბილისის "დინამომ" უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" პირველი მატჩი გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
თუმცა, ყველაფერი ამით არ ამოიწურა და ინციდენტი მოხდა "დინამო არენაზე" ტრიბუნაზე გამოფენილი ბანერის გამო, სადაც ეწერა: "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი. 1921".
"გაბალას" გულშემატკივრებმა ერთი კვირის შემდეგ შური იძიეს და "გაბალა"-"დინამოს" საპასუხო მატჩის დროს საპასუხო პლაკატი გამოფინეს, წარწერით: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა".
9 ივლისს გამართულ მატჩში "გაბალამ" თბილისის "დინამო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაზე გავიდა.
ვიდეო იხილეთ www.sportall.ge-ზე
რა მოხდა ერთი კვირის წინ: ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანელი ფანები სცემეს? - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის