ცნება "დიაბეტი" უმრავლესობისთვის სისხლში შაქრის მომატებასთან ასოცირდება. ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული უშაქრო დიაბეტიც - საკმაოდ მძიმე დაავადება. ავადმყოფს წლობით ერღვევა ცხოვრების რიტმი, დაუოკებელი წყურვილი დღედაღამ არ აძლევს მოსვენებას. უძილობით გაღიზიანებული და გამოფიტული, თანდათან ნორმალური შრომისა და სრულფასოვანი სწავლის უნარსაც კარგავს და უფრო მეტად უჭირს მდგომარეობასთან შეგუება. ვითარებას საგრძნობლად ამსუბუქებს დროული მკურნალობა და სათანადო რეკომენდაციების განუხრელი დაცვა.
ვის ემუქრება
დაავადება ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმთავრესად ახალგაზრდებსა და ბავშვებთან გვხვდება. გარდა უკვე აღწერილი სიმპტომებისა, ქალებთან უშაქრო დიაბეტი მენსტრუალური ციკლის დარღვევას და ზოგჯერ თვითნებურ აბორტსაც იწვევს, ხოლო მამაკაცებთან - არცთუ იშვიათად - ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითებას. ახალგაზრდისთვის ეს დეპრესიისა და ფსიქოემოციური აშლილობის საკმაო საფუძველია, ამიტომ დიაგნოზის დასმის შემდეგ, მკურნალობის პერიოდში, მისთვის აუცილებელია ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანადგომა. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად პაციენტის ფსიქოლოგიური განწყობაც. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადება უკურნებელი არ არის - სათანადო მკურნალობის შედეგად შემაწუხებელი სიმპტომები მალევე გაქრება.
რა უნდა ვიცოდეთ
უშაქრო დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს რამდენადმე დაქვეითებული აქვთ ფიზიკური განვითარებისა და სექსუალური მომწიფების ტემპი. მოგვიანებით ეს სერიოზული პრობლემების მიზეზად რომ არ იქცეს, აუცილებელია მუდმივი დისპანსერული მკურნალობა და სპეციალისტთა მეთვალყურეობა.
ბავშვი რეგულარულად უნდა ისინჯებოდეს შემდეგი სქემით:
წელიწადში ორჯერ აუცილებელია:
1. ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შემოწმება;
2. წყურვილისა და პოლიურიის ხარისხის განსაზღვრა;
3. კანის სიმშრალის შემოწმება;
იხილეთ გაგრძელება