უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ჩუმლაყში ღორები დაიხოცა

უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ჩუმლაყში ღორები დაიხოცა

ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ვასილ კუტიბაშვილს ღორები დაეხოცა. დაზარალებული ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

"სადენი, რომელშიც ელექტროენერგია გადიოდა, ჩვენი საღორის სახურავის ზემოთ იყო გაბმული. გვიან საღამოს დენი გაითიშა. გარეთ რომ გამოვედით, ასეთი ამბავი დაგვხვდა. ჩემი ბიჭი ღორების გადარჩენის მიზნით შევიდა საღორეში და მასაც დენმა დაარტყა. 7 ღორი მაშინვე მოკვდა, 2 ცოცხალ-მკვდარია, არა მგონია გადარჩნენ. თითო ღორი 80 - 100 კილოგრამს იწონის. კრედიტით გვყავს ნაყიდი, 8 ათასი ლარი გვაქვს გადახდილი. კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ" , - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა