ვერძი
ვერძი ადამიანებს სენტიმენტალურობითა და ამავე დროს დაუჯერებელი სექსუალურობით აჯილდოვებს. როგორც წესი ვერძი საწოლში ხარბი და მარჯვეა. არიან ვნებიანები, თუმცა საკმაოდ ეგოისტურებიც. მისთვის თავსებადია ნიშანი, რომელსაც ოჯახურ თუ სექსუალურ ურთიერთობაში დომინანტობა არ სურს. სჭირდება ძალიან ვნებიანი პარტნიორი.
კურო
კუროს უყვარს და აფასებს ხარისხიან სექსს, თუმცა არც ძალიან ტემპერამენტიანები არიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ უხეში სექსი. მოსწონთ სასიყვარულო მარათონები, მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა. ნიშანი, რომელიც სექსში გამუდმებით ცვლილებებს ითხოვს, ნაკლებად მისაღებია კუროსთვის.
ტყუპები
ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს არ უყვართ ერთფეროვნება და მონოტონურობა. სექსუალური ურთიერთობისას უყვართ სიახლეები. თუმცა საერთო ჯამში ისინი არც ისეთი ვნებიანები არიან, სექსში კი ცნობისმოყვარეები და სიახლეების მოყვარულნი. თუ ტყუპებს შემოქმედებითად-სექსუალური პარტნიორი ეყოლებათ, მათ შორის ინტიმური სიახლოვე მართლაც შეუდარებელი იქნება.
კირჩხიბი
კირჩხიბი გამოირჩევა მგრძნობიარე ხასიათითა და არაჩვეულებრივი სინაზით. მაგრამ საწოლში დიდი ფანტაზიითა და წარმოსახვით ვერ დაიკვეხნის. თუმცა ყველა ღონეს იხმარს, პარტნიორისთვის მაქსიმალური სიამოვნების მისანიჭებლად. მათთვის უპირატესია ხასიათის შეწყობა და საერთო ინტერესები.
ლომი
ლომები, ნამდვილად გამოცდილი საყვარლები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ საკუთარი ძალებით ყველას გაოცებას. არ არიან ზედმეტად ნათელი და ვნებიანი ურთიერთობის მოყვარულები.კარგი თავსებადობაა ნიშანი არის ის, რომლისთვისაც პირველ ადგილზეა გრძნობები და არა სექსი.
ქალწული
ქალწულებს არ უყვართ ინტიმურ ურთიერთობაში სიჩქარე და შემთხვევითი სექსი. თავსებადობაში მათთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური და ემოციურად სრულფასოვანი ადამიანი. თუ მსგავსი თავსებადობა არ მოხდა - სექსი არ შედგება.
სასწორი
სასწორს უნარი აქვს ამაღელვებელი და ცოტა ინტრიგული ატმოსფეროს შექმნისა. როგორც წესი, იშვიათად არიან ძალიან ტემპერამენტიანები. მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ინიციატორია და მათი, როგორც სექსუალური ობიექტის შტურმირება სურთ.