"დამშვიდდი ჩიორა" - გოგა ხაჩიძე ჩიორა თაქთაქიშვილს პასუხობს

"დამშვიდდი ჩიორა" - გოგა ხაჩიძე ჩიორა თაქთაქიშვილს პასუხობს

ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"დღეს, პარლამენტში კენჭისყრის წინა რეგისტრაცია გაიარა 81-მა დეპუტატმა. მათ შორის 3 ვიყავით ჩვენ (პალიკო, გოგი და მე)

ვინც არ იცის, ქვორუმი 76 დეპუტატია.

ანუ ჩვენს გარეშეც (81-3=78) საჭიროზე მეტი რაოდენობა იყვნენ.

გარდა ამისა კენჭისყრაზე არ გამოდიოდა არცერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი კანონი, რომლის გამოც დეპუტატმა შეიძლება ზოგადად პარლამენტის მუშაობის პროცედურულ პარალიზებაზე იფიქრო.

ჰოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა ვფიქრობ, ჩიორა თაქთაქიშვილის დღევანდელ "უმწიკვლო" დემაგოგიას ზ.ა. საკითხზე, რამე შეფასება უნდა გავუკეთო?...

ალბათ არა...

დამშვიდდი ჩიორა.

(შენც დამშვიდდი ილო)"- წერს გოგა ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს