მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებთან სექსის გამო დააპატიმრეს

მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებთან სექსის გამო დააპატიმრეს

ამერიკაში 30 წლის ინგლისური ენის მასწავლებელი ჯენიფერ ფიხტერი 17 წლის სამ მოსწავლესთან სექსის გამო გაასამართლეს და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (იხილეთ ვიდეო). ჯენიფერმა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელი მიიღო, თუმცა ის არ ყოფილა ერთადერთი მასწავლებელი, ვინც მოსწავლეებთან ინტიმური კავშირის გამო დააკავეს.

ჰოპ ჯეიკობი

ჯეიკობი საზაფხულო არდადეგების ბოლო დღეს დააკავეს 14 და 17 წლის მოსწავლეებთან სექსის ბრალდებით. ერთ-ერთმა ბიჭმა გადაწყვიტა, სამახსოვრო ფოტო გადაეღო ინტიმური კავშირის დროს და სწორედ ამ ფოტოს აღმოჩენის შემდეგ გააქტიურდნენ ბრალმდებლები. 23 წლის ფიზკულტურის მასწავლებელი გირაოთი გაათავისუფლეს.

სარა ჯონსი

27 წლის ჯონსი ოჰაიოს სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, თავისუფალ დროს კი ადგილობრივ სილამაზის კონკურსებში იღებდა მონაწილეობას. გაირკვა, რომ ის თავისი 17 წლის მოსწავლის საყვარელი იყო. 17 წლის მოსწავლე კოდი იორკი სასამართლო გარჩევის დროს მასწავლებლის მხარეს იცავდა. საბოლოოდ, ქალი გაათავისუფლეს. ჯონსი მეუღლეს გაშორდა და თავის ყოფილ მოსწავლესთან ერთად დაიწყო ცხოვრება. მომავალში ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

ლინდსი მასარო

26 წლის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი მერვე კლასელ ბავშვებს ასწავლიდა. მას ბრალი დასდეს 15 წლის ბიჭთან საკუთარ მანქანაში სექსუალური აქტის განხორციელებაში. აქტი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა. პროცესის დროს განიხილებოდა სამუდამო პატიმრობის მისჯაც, თუმცა მას მხოლოდ რამდენიმე წელი მიუსაჯეს.

ლიზა გლაიდი

გლაიდს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 17 წლის მოსწავლესთან სექსის გამო. თავად ბიჭმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ”მე ვიყავი კონტაქტის ინიციატორი და არა ლიზა გლაიდი. მე არ ვარ პატარა ბავშვი და არც ლიზა გლაიდი არის სექსუალური მტაცებელი”. გლაიდი ერთ წელიწადში გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

კერი მაკენდლესი

მაკენდლესი 17 წლის მოსწავლესთან სექსში დაადანაშულეს სასკოლო ექსკურსიის დროს. ამავე ექსკურსიაზე მასწავლებელმა მოსწავლეებს ალკოჰოლური სასმელის მიღების უფლებაც მისცა. მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც მხოლოდ 45 დღე გაატარა ციხეში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს