"ამაზე დაბლა ადამიანის და (ყოფილი) პოლიტიკოსის დაცემა უბრალოდ შეუძლებელია" - ნიკა რურუა ნინო ბურჯანაძეზე საუბრობს

"ამაზე დაბლა ადამიანის და (ყოფილი) პოლიტიკოსის დაცემა უბრალოდ შეუძლებელია" - ნიკა რურუა ნინო ბურჯანაძეზე საუბრობს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, "ფეისბუქის" გვერდზე ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს ეხმაურება და ბურჯანაძის "მიზნებზე" საუბრობს:

"ნინო ბურჯანაძეზე, როგორც სრულიად ლუსტრირებულ კოლაბორაციონისტზე, არაფრის ახლის თქმა საჭირო არ მგონია, გარდა იმისა, რომ საბჭოთა ყაიდის ეს უკიდურესი პროვინციალი მოსკოვში ბოლო ვიზიტის საშუალებით გამალებით ცდილობს:

1. ღიად დააკანონოს ქვეყნის ღალატი;

2. გააბითუროს უიმედოდ გულუბრყვილო ამომრჩეველი განუხორციელებელ-დაშაქრული დაპირებებით და მათაც აღალატებინოს საქართველოსთვის;

3. შეგნებულად შეურაცხყოს ბრძოლის ველზე დაღუპულ თითოეულ ქართველ მეომარი, ვინც სამშობლოსთვის სიცოცხლე დათმო და აზრი დაუკარგოს მათ გმირობას.

4. დაუკანონოს პუტინის რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამხედრო ოკუპაცია, როგორც ლეგიტიმური - ეს ბურჯანაძემ ყირიმის რუსეთის კანონიერ საკუთრებად გამოცხადებით გააკეთა.

ამ ყველაფრის შემდეგ მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, როგორც პოლიტიკური კეთროვანის, აღარ უნდა იყოს, რადგანაც ის საქართველოს აწმყოსა და მომავლის დაუძინებელ მტერზე მუშაობს.

ამაზე დაბლა ადამიანის და (ყოფილი) პოლიტიკოსის დაცემა უბრალოდ შეუძლებელია" - წერს რურუა.

შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, 8 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრა.

"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო 10 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით: "მსოფლიოსა და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები 21 საუკუნე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს