"სუპერთასის ბილეთების თითო სალარო სოხუმსა და ცხინვალში რომ გაგვეხსნა, ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებდით" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ბილეთებთან დაკავშირებულ რიგებს

"სუპერთასის ბილეთების თითო სალარო სოხუმსა და ცხინვალში რომ გაგვეხსნა, ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებდით" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ბილეთებთან დაკავშირებულ რიგებს

ვაკის პარკში სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველთა "ცოცხალი რიგი" ამ დრომდე დგას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ცდილობს სიტუაცია გააკონტროლოს, მიუხედავად ამისა, ბილეთების საყიდლად რიგში მდგომ პირებს შორის ხშირია შელაპარაკება. ბილეთების ყიდვის მსურველები ძირითადად უკმაყოფილებას ურიგოდ მიმავალი პირების, ან იმ ორგანიზატორების მიმართ გამოხატავენ, რომლებიც მათი თქმით, რიგს არღვევენ. წარმოგიდგენთ "ფეისბუქ" პოსტებს, რომლებიც ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ეხება:

"შენ ხარ ბარიგა-ყაჩაღი!" - ინციდენტი სუპერთასის ბილეთების რიგში

გოგა ხაჩიძე - "ამ სუპერთასის ბილეთების თითო სალარო სოხუმსა და ცხინვალში რომ გაგვეხსნა, ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებდით, ქვეყანას გავაერთიანებდით".

"ხომ ხედავთ, რომ არც ონლაინ რიგი გამოგვივიდა და არც ცოცხალი...

შემოვანგრიოთ დინამოს სტადიონს ტრიბუნები, შემოვეკრიბოთ მოედანს გარშემო მთელი ერი და ვუყუროთ ბარსელონას და მესის".

ნიკა ქავთარაძე - "ფეხბურთს ჩვენ ვერ ვისწავლით და რიგი მაინც გვესწავლა ეგებ"

თაზო კუპრეიშვილი - "აი ამ ბილეთების ამბავი ჰგავს პოსტაპოკალიფსურ სამყაროზე გადაღებული ფილმების სცენარს, სადაც მთავრობები (პოლიცია, ჯარი და ა.შ) ქრებიან, მერე ადამიანები ორგანიზებულ ჯგუფებში ერთიანდებიან და იწყებენ ბრძოლას გადარჩენისთვის. ყველა ასეთი ჯგუფი მინი სახელმწიფოა. ვსიო, დავდე ანალიზი. დაიშალეთ".

თენგო გოგოტიშვილი - "იმ რიგში მდგომ ხალხს გადაეცი, ოღონდ ერთმანეთს ნუ დახოცავენ და "სევილიასთან" მანდვე განმეორებითსაც ვითამაშებთ, ყველას რომ შეხვდეს ბილეთიო - ახლა მომწერა Luis Enrique-მ"

მარიამ საჯაია - "ბილეთებზე ისეთი ამბავია, ხვალ ქალაქიდან გავდივარ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს