დღეს ღალატისა და ერთგულების თემა ძალიან აქტუალურია. ღალატი ალბათ ყველა ადამიანს გამოუცდია და დღეს გიამბობთ, თუ როგორ უნდა განეწყოთ, როცა ღალატის მსხვერპლი ხართ.
ახლა მოგითხრობთ ერთი ღირსეული ქალის შესახებ, რომელიც ქმრის ღალატს, არც ისტერიკაში ჩაუგდია, არც საყვარელი უთრევია თმებით და არც გაყრა მოუთხოვია - უბრალოდ თავისი ადგილი მიუჩინა კონკურენტს. ქალმა წერილი მისწერა ქმრის საყვარელს და ასე ღირსეულად მოაგვარა პრობლემა:
ძვირფასო დიანა!
არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი სახელი ვიცი. წინასწარ მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემმა ქმარმა არაფერი იცის ამ წერილის შესახებ და ეჭვიც არ აქვს. ყველაფერი მარტივადაა: რამდენიმე წაუშლელი შეტყობინება, ღამით გაურკვეველი ზარები, მეუღლის მოულოდნელი მოგზაურობები და ყველაფერი ნათელი გახდა. არ გეგონოთ, რომ ეჭვიანობისა და ბრაზის გამო გწერთ, უბრალოდ ვაკვირდები თქვენს ურთიერთობას და ძალიან მოსაწყენი გახდა, ამიტომ რამდენიმე რჩევის მოცემა გადავწყვიტე.
პირველ რიგში, მინდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ჭკვიანი ქალი ხართ. ჩემი ქმარი იმდენად ზარმაცი და კონსერვატულია, რომ თვითონ არასდროს გადადგამდა ამ ნაბიჯს. მაგრამ, იქედან გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლე დაკავებული კაცია, ამ შეტყობინებების ნაცვლად: "არ გინდათ ჩემთან ერთად კაფეში წამოსვლა?"; "წინააღმდეგი ხომ არ ხართ თუ იმ გამოფენის ბილეთებს შევიძენ?" ან "მოდით ხვალ პარკში გავისეირნოთ"... უმჯობესია მაშინვე შეიძინოთ ბილეთები, კაფეში მაგიდა დაჯავშნოთ ან კარგი საჩუქარი მიართვათ. თუ ინიციატივას საკუთარ თავზე არ აიღებთ, საქმე კარგად არ წაგივათ.