თელავში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 17 წლის ბიჭი დააკავეს

თელავში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 17 წლის ბიჭი დააკავეს

თელავში 17 წლის ბიჭი 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მე-8 კლასის მოსწავლის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მანამდე სხვა გოგონაც გააუპატიურა, რომელიც შემდეგ იძულებით ცოლად მოიყვანა და ორსულად არის.

"მეც და კლასის ხელმძღვანელსაც გვაქვს ინფორმაცია. საქმის კურსშია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელიც. არაერთხელ ვცადეთ ბავშვის მშობლებთან დაკავშირება, თუმცა, მათ ჩვენთან კონტაქტზე უარი თქვეს. კლასის ხელმძღვანელი რამდენჯერმე სახლშიც მივიდა, მაგრამ არ შეხვდნენ", - განუცხადა სკოლის დირექტორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა