გაუპატიურებული გოგონას ისტორია, რომელიც დღეს მოძალადისგან სამ შვილს ზრდის

გაუპატიურებული გოგონას ისტორია, რომელიც დღეს მოძალადისგან სამ შვილს ზრდის

გადავწყვიტე ეს ისტორია თქვენთვის მომეყოლა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ გასული საზარელი ისტორიის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა სამმა ბიჭმა გააუპატიურა, ჩემს რაიონში 12 წლის წინ მომხდარი საშინელი ისტორია გამახსენდა.

თამუნა ულამაზესი გოგონა იყო, როდესაც ზაფხულის მიწურულს მშობლებმა თბილისიდან რაიონში დეიდასთან ჩამოიყვანეს. თურმე უნივერსიტეტში აბარებდა და გამოცდაზე ჩაიჭრა. წელი რომ არ დაეკარგა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რაიონში დეიდასთან ჩამოეყვანათ და ჩვენთან ადგილობრივ ინსტიტუტში ფასიან ფაკულტეტზე, ფულით მოაწყეს. მაშინ ასე ხშირად ხდებოდა.

ლამაზ გოგონას, რაიონში უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. ამბობდა, თბილისში შეყვარებული მელოდება და თან გათხოვებას ჯერ არ ვაპირებო.

მის თაყვანისმცემლებს შორის იყო გელაც, ჩვენი მეზობელი, რომელიც პატარა გოგოს მოსვენებას არ აძლევდა. ისე მეცოდებოდა, რამდენიმეჯერ დეიდამისს ვუთხარი, მიხედეთ ბავშვს, არ მოგტაცონ და მერე მისი მშობლები შენ მოგთხოვენ პასუხს-მეთქი. მეთანხმებოდა, მაგრამ მეუბნებოდა, ჩემს დას ვერაფერს ვაგებინებ, მეუბნება, თამუნას შევარებული ჰყავს და არავის გაყვებაო.

სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, გაზაფხულზე გელამ ხათუნა მოიტაცა. მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. გოგონას დეიდისა და ბიძის გარდა სხვა თაყვანისმცემლებიც ეძებდნენ. მშობლებიც ჩამოვიდნენ თბილისიდან, მაგრამ მხოლოდ მეორე დღს იპოვეს და გოგონა მოძალადეს დაუტოვეს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს