სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბიჭის მამამ თავი მოიკლა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბიჭის მამამ თავი მოიკლა

კახეთში 13 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიჭის მამამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, რომ მომხდარმა ამბავმა მასზე უარყოფითად იმოქმედა და სავარაუდოდ, ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

"მამამ იმ დღესვე გაიგო, რომ მისმა შვილმა გააუპატიურა 13 წლის ბავშვი. ძალიან ინერვიულა. თქვა, რა შვილი გამიზრდიაო. თავის მოკვლას რომ აპირებდა, ასეთი რაღაც არც კი უთქვამს. როგორც ჩანს, ამ ტრაგედიამ მიიყვანა იქამდე, რომ ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა", - განუცხადეს Knews.ge-ს მეზობლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბიჭის მამის თვითმკვლელობის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.

17 წლის ბიჭს 13 წლის გოგონას გაუპატიურებაზე სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

ასევე დაგაინტერესებთ: თელავში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 17 წლის ბიჭი დააკავეს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა