მდინარე ალაზანმა დუისში მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მდინარე ალაზანმა დუისში მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მდინარე ალაზანმა პანკისის ხეობის სოფელ დუისში მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ცხედარი მდინარესთან სოფლის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს. მამაკაცი სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა.

"გარდაცვლილი მამაკაცი გუშინ ჩამოვიდა მთიდან. თითი ჰქონდა გაჭრილი და წამლის საყიდლად იყო წასული. უკან რომ ბრუნდებოდა, წყალმა წაიღო. ცხედარი ომალოს ხიდთან ნახეს გამორიყული",- განუცხადეს კახეთის საინფრმაციო ცენტრს გარდაცვლილი მამაკაცის თანასოფლელებმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა