კახეთის გუბერნატორმა ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელი, რომელიც მკვლელობისთვის არის გასამართლებული, სამსახურის უფროსად დანიშნა

კახეთის გუბერნატორმა ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელი, რომელიც მკვლელობისთვის არის გასამართლებული, სამსახურის უფროსად დანიშნა

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ მეტრეველი გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დანიშნა. სამსახურის უფროსის მოადგილედ კი ბექა ჟურული დაინიშნა, რომელსაც ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი ძმის, ვანო მოსიაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. თემურ მეტრეველი და ბექა ჟურული პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელები და მეგობრები არიან.

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ზურაბ არსენიშვილმა, მეტრეველის და ჟურულის დანიშვნასთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთეს. გუბერნატორის ადმინისტრაციაში მეტრეველის და ჟურულის დანიშვნის ფაქტი გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველმა დაადასტურა:

- ბატონო გივი, გუბერნატორი ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს და იქნებ თქვენ განმარტოთ, რა ნიშნით შეარჩიეთ თემურ მეტრეველი და ბექა ჟურული სამსახურის უფროსად და მის მოადგილედ?

– ამ სამსახურს აშკარად სჭირდებოდა გაძლიერება, რადგან უფრო მეტად გოგოები მუშაობენ და ჩვენ ისეთი თემები გვეხება, რომ კაცის საქმე უფრო მეტი გამოგვიჩნდა. მეორეც, ამ ბიჭების ნამუშევარს სერიოზულად ვაფასებთ, სადაც მუშაობდნენ თავის დროზე და ნამდვილად კარგი თანამშრომლები იყვნენ. ქვეყნისთვის, კახეთისთვის და ქალაქისთვის ერთგული ხალხია და ამიტომ დიდი იმედი გვაქვს მათი კარგი მუშაობის ჩვენს სამსახურში. [ჩანაწერის სტილი დაცულია]

- თემურ მეტრეველი მკვლელობისთვის რომ არის გასამართლებული?

– ბატონი თემურის ნასამართლობის საკითხი დახურულია და თუ მაგის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაინტერესებთ, ვინც ეს უკვე გამოიძია და მიუსაჯა, იმას ჰკითხეთ. თემურმა მოიხადა კუთვნილი სასჯელი და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა