"უშენო დღეებმა გამლახეს... ვეღარ გავილაღე" - განო მელითაური ფეისბუქზე ლექსს აქვეყნებს

"უშენო დღეებმა გამლახეს... ვეღარ გავილაღე" - განო მელითაური ფეისბუქზე ლექსს აქვეყნებს

კოტე თოლორდავას მეუღლე, მსახიობი განო მელითაური ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ ლექსს აქვეყნებს.

"დღეები დღეებს გაუნაპირდნენ

მიზნებმა საწადელს რომ ვერ მიაღწიეს

აზრებით დატენილ ზარბაზნებს დასცილდნენ

დღე დღეს განაპირებული მისდევდა

დათმობა მიწევდა...

უკვე მეორე, მესამე ..

მეოთხე დღეს

სამოთხე მესიზმრა

მერე გათენდა

დღეებმა იმედი ისევ გამიცრუეს

დღეების ნეტა რა ბრალია

ხელებით ვიშორებ უმზეო ამინდებს

გარეთ ზამთარია

-შენ ვერ დაინახე შენ ვერ დააფასე

ყველა მართალია

დღეებმა დღეებით დამიწყეს ვაჭრობა

მზის დარტყმა მივიღე,დამწვრობა

დღეებმა მასხრად აიგდეს ბავშვობა

ზაფხულის მომიხდა დათმობა

გავიწელე

დღეებბმა მასწავლეს მოთმენა

შემმატეს მხნეობა,

ვისწავლე საკუთარი სისუსტეების მოსმენა

ცოტა გავიზარდე

მერე

დღემ დღე შვა მასზე უფრო გრძელი,სანდო აზრიანი

დღე მის წინამორბედს აღარ დაემონა

გულზე სევდის ბურთი დამეკონა

გავხდი ბრაზიანი

მერე ისევ ახალი წრე

ახალი დღე

დღეებმა დღეები გაცვალეს

დღეებმა მოწყენა მაცალეს

უშენო დღეებმა დამღალეს

უშენო დღეებმა გამლახეს

ვეღარ გავილაღე

ისე დვიღალე

მეც დღედ ვიქეცი

და საკუთარ თქვს გავუნაპირდი

მიპოვნე რა...!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს