პლუტონზე ყინულოვანი მთები აღმოაჩინეს

პლუტონზე ყინულოვანი მთები აღმოაჩინეს

ნასას პლანეტთაშორისმა სადგურმა, ზონდ "ახალი ჰორიზონტის" საშუალებით, პლუტონის ზედაპირზე გიგანტური, სამკილომეტრიანი ქვიანი წარმონაქმნები აღმოაჩინა. თუმცა, იმის გამო, რომ ყინული ძალიან რბილია მსგავსი სიმაღლის და ზომის ქვების წარმოსაქმნელად, მეცნიერები თვლიან, რომ ეს გეოლოგიური ფორმირებაა.

გარდა ამისა, ზონდმა აღმოაჩინა, რომ პლანეტა პლუტონის თანამგზავრის, სამხრეთი პოლუსი შავი მტვრითაა დაფარული. ჯუჯა პლანეტის ფოტოებზე აგრეთვე ჩანს 3 500 მეტრის სიმაღლის ყინულოვანი მთები და  გიგანტური უდაბნო.

შეგახსენებთ, რომ ზონდმა პლუტონთან მიახლოება 2015 წლის იანვარში დაიწყო. ნასას მეცნიერების გამოთვლებით, ”ახალი ჰორიზონტი”, რომელიც უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ყველაზე სწრაფი კოსმოსური აპარატი,  ჯუჯა პლანეტას 12 500 კილომეტრის მანძილზე, 14 ივნისს მიუახლოვდებოდა.

პლუტონთან მიახლოებისას ვარაუდობენ, რომ ზონდი მოახერხებს პლუტონის შემადგენლობის, პლანეტის გეოლოგიის, ზედაპირის ტემპერატურისა და შესწავლას, აგრეთვე გადაამოწმებს, აქვს თუ არა საერთო ატმოსფერო პლუტონსა და მის თანამგზავრ ჰარონს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს