მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზები

მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზები

საქართველოს ყველაზე გრძელი გზა "თბილისი - სენაკი - ლესელიძე"-ს მაგისტრალია, რომლის საერთო სიგრძე 552 კმ-ია. მაგრამ საინტერესოა, რომელია მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზა. ამ კითხვაზე პასუხი არსებობს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოს უდიდესი გზები ეს არ არის "ერთი გზა" რომელიც მხოლოდ "ა" პუნქტში დაიწყება და "ბ" პუნქტში დამთავრდება. ზოგადად, გზების სიგრძე თანამედროვე მსოფლიოში მაგისტრალური სახელწოდებებით განისაზღვრება, რის შედეგადაც ისინი ათეულ-ათასობით კილომეტრებს აღწევენ. სხვანაირად ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ალასკის უკიდურეს ჩრილოეთით დაწყებული გზა, რომელიც სამხრეთ ამრიკაში ქალაქ ბუენოს-აირესში მთავრდება, ერთი გზაა და ის მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზის ტიტულის მატარებელია.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე დიდი გზების ტოპ ათეულს:

1. პან-ამერიკული გზატკეცილი (Pan American Highway) - ეს არის გზების ქსელი, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 47 958 კილომეტრია.

ამ გზის მხოლოდ 87 კმ-ია შეწყვეტილი, მას დორიენის ნაპრალს უწოდებენ და ის პანამაში მდებარეობს.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, პანამერიკული გზატკეცილი მსოფლიოს უგრძესი საავტომობილო გზაა. თუმცა, დარიენის ნაპრალის გამო, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა ტრადიციული საავტომობილო

გზით დაკავშირებული არაა.

პანამერიკული გზატკეცილი იწყება ან მთავრდება ჩრდილოეთ ამერიკიდან, ალასკაზე მდებარე პრადჰოს უბიდან და სამხრეთ ამერიკის ქვემო ნაწილამდე აღწევს.

2. გზატკეცილი 1, ავსტრალია (Highway 1, Australia) - ეს სიდიდით მეორე გზაა მსოფლიოში და 14,500 კმ-ს მოიცავს. გზატკეცილ 1-ს 1955 წელს ეროვნული სტატუსი მიენიჭა. მისი მშენებლობა 1955 წელს დაიწყო და ქვეყნის ყველა შტატის დედაქალაქებს აერთიანებს.

3. ტრანს-ციმბირული გზატკეცილი, რუსეთი (Trans-Siberian Highway) - ამ გზატკეცილის სიგრძე 11,000 კმ-ია. ის სანკტ-პეტერბურგში იწყება და ვლადივასტოკში მთავრდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს