სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი თავისუფლებაზე, ბედნიერებასა და ღმერთზე წერს.
"ვიღაცის შიშით ცხოვრება არასდროს მოგიტანს ბედნიერებას. გმართებს ღმერთთან და საკუთარ სინდისთან იყო მართალი. არ არის საჭირო, ყველას მოსწონდე. ქრისტეს პერიოდში დაწინაურებული ფენისთვის რომ გეკითხათ, ვინ იყო ნაზარეველი, შეშლილიო გიპასუხებდნენ...
ძალიან მომწონს ბიტ თაობის მწერლები, მაგრამ მათ მიზანი არ ჰქონდათ და ამიტომაც ვერ შეძლეს განვითარება... ყოველთვის საინტერესო ცოდვის თუ მადლის მიზანია. საკუთარი თავის პოვნა და შეცვლაა. შიშის ქვეშ მოკანკალე სული ვერასდროს იპოვის თავისუფლებას. თავისუფლების გარეშე კი ღმერთს ვერ მივაგნებთ. ჩემი ღმერთი არ მიკრძალავს, სანაპიროდან მზის ჩასვლით ვიხარო, წვიმაში ხელგაშლილმა ვიყვირო, რომ მიყვარხარ, ვუყურო თოლიას და ფრთებზე ვიოცნებო, ცაში ვარსკვლავები დავითვალო და პატარა უფლისწულის ასტეროიდი ამოვიცნო, ქაღალდისგან ნავი შევაკეთო და დინებას გავატანო, გავიღიმო, ბედნიერი ვიყო, მთვარის შუქზე ლექსები ვიკითხო, როცა გულით მინდა მაშინ ვილოცო... ბევრი ვიმოგზაურო და როცა მინდა ჩუმად ვიტირო...
ჩემი ღმერთი ძალიან, ძალიან კეთილია...", - ნათქვამია სტატუსში.