ამერიკელი ქალი ფოტოგრაფი კეიტ მიურეი ცნობილია თავისი ემოციური ნამუშევრებით. თუმცა მისმა მორიგმა შედევრმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ ფოტოს ზღვა ემოცია მოაქვს მნახველისთვის.
ფოტოზე სიმსივნით დაავადებული ქალია აღბეჭდილი, რომელიც ძუძუს აჭმევს ბავშვს, კეიტ მიურეის თქმით, ეს ფოტო ნამდვილი სიყვარულის ძალას ასახავს და სუფთა მშვენიერებას, შელამაზების გარეშე.
"ახალშობილი ბიჭუნა მზადაა მსოფლიოს უჩვენოს თავისი სულის სიძლიერე, რომელიც დედისგან ერგო. დედის სხეულზე შემორჩენილ ერთადერთ ძუძუს მიკრობია და წოვს მთელი ძალით. ძუძუს წოვება წმინდა რაღაც არის, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე საოცრად მოქმედებს. ამ შემთხვევაში კი ერთდროულად სევდა და სიხარული გიპყრობს. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ამ ძლიერ ქალბატონთან შეხვედრა", - ამბობს ფოტოგრაფი. განაგრძეთ კითხვა