მსოფლიო ბესტსელერების ავტორს ქართველი ფანები საქართველოში ეპატიჟებიან

მსოფლიო ბესტსელერების ავტორს ქართველი ფანები საქართველოში ეპატიჟებიან

ელის სიბოლდი 51 წლის ამერიკელი მწერალია, რომელსაც მსოფლიო აღიარება 2002 წელს გამოცემულმა ბესტსელერმა The Lovely Bones მოუტანა. მსოფლიო თინეიჯერების საყვარელი გამოცემა ცოტა ხნის წინ ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველისთვისაც გახდა - გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ქართულ ენაზე გამოსცა "საყვარელი ძვლები".

წიგნის პრეზენტაცია "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართა, სადაც შეკრებილმა ახალგაზრდა მკითხველებმა საყვარელი მწერლისადმი სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერეს და იგი საქართველოში მოიწვიეს. "პალიტრა L"-ისგან და ქართველი ფანებისგან ელის სიბოლდისადმი ოფიციალური მიწვევა გაგზავნილია, იმედია, რომ ქართველ მკითხველებს ცნობილ ავტორთან შეხვედრის საშუალება მალე მიეცემათ...

ვიდეო: მსოფლიო ბესტსელერების ავტორს ქართველი ფანები საქართველოში ეპატიჟებიან

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს