"ლექსო მაჭავარიანი დაიჭირესო, დავირაზმოთ ახლავე კანცელარიისკენ, ვისაც შეგვიძლია!" - ჩიორა თაქთაქიშვილი

"ლექსო მაჭავარიანი დაიჭირესო, დავირაზმოთ ახლავე კანცელარიისკენ, ვისაც შეგვიძლია!" - ჩიორა თაქთაქიშვილი

განახლებული| შსს-ს პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებასთან დაკავშირებით

პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, "ტაბულა"-ს პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანი დაიჭირეს. მისი თქმით, ინციდენტი საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, აქცია Stop Russia-ს ჩატარებისას მოხდა.

"Stop Russia-ს სცენას არ ადგმევინებენ, და ლექსო მაჭავარიანი დაიჭირესო!!

დავირაზმოთ ახლავე კანცელარიისკენ, ვისაც შეგვიძლია!!!!

რაღაც თითქოს ღარიბაშვილის მობილიზებული პარალელური აქციით აპირებენ ხალხის დაშინებას, რომ

ნაკლები ხალხი მოვიდეს.

ძალიან ანერვიულდნენ და სწორადაც.

ყველა საქმე გადავდოთ და მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდეთ!", - წერს თაქთაქიშვილი. აღნიშნულს ადასტურებს "ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილიც. "ტაბულას ჟურნალისტი, ლექსო მაჭავარიანი დაიჭირეს", - იუწყება ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე".

იხილეთ| შსს-ს პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებასთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის, "Stop Russia"-ს მოთხოვნებია, შეწყვიტოს აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი; ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით და პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."