როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა? - მარტივი რჩევები, რომლებიც თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს აგარიდებთ

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა? - მარტივი რჩევები, რომლებიც თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს აგარიდებთ

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა და გადაძაბვის შედეგია. საბედნიეროდ, საგანგებო ვარჯიშების მეშვეობით ყოველივე ამის თავიდან აცილება სულ იოლად შეიძლება. არსებობს მარტივ ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც აკაჟებს თვალის მამოძრავებელ კუნთებს, ხსნის მათ სპაზმსა და დაძაბულობას, ამახვილებს და სიჯანსაღეს უნარჩუნებს მხედველობას. თვალების ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდებისა (ამ კომპლექსით მათ მხედველობის ხარისხიც კი შეიძლება გაიუმჯობესონ) და ხანდაზმულებისთვის (ვარჯიშები, გარდა იმისა, რომ ხსნის თვალების დაღლილობას, პროგრესირებად ახლომხედველობასაც აფერხებს).

თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი დღეში ორჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ. მოხერხებულად დაბრძანდით, წელში გაიმართეთ, კისერი და მხრები მაქსიმალურად მოადუნეთ.

  • თვალები დახუჭეთ და რაც შეიძლება მოეშვით. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები. უსიამოვნო განწყობა და დაჭიმული ნერვები ვარჯიშის დროს არ გამოგადგებათ - სათანადოდ ვერ მოეშვებით და ეფექტიც გაცილებით უარესი იქნება.
  • გახელილი თვალები წრიულად ამოძრავეთ ჯერ საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
  • ინტენსიურად ამოძრავეთ თვალები ჯერ ჰორიზონტალურ (მარჯვნივ-მარცხნივ), შემდეგ კი ვერტიკალურ (ზემოთ-ქვემოთ) ხაზზე.
  • მაგრად დახუჭეთ თვალები და რაც შეიძლება ფართოდ გაახილეთ.
  • მიმართეთ მზერა მარცხენა ქვედა კუთხისკენ (სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეეცადეთ შეხედოთ მარცხენა მხარს) და თვალები ერთ წერტილზე შეაჩერეთ. შემდეგ სამჯერ დაახამხამეთ და მზერა მარჯვენა მხარეს მიმართეთ.
  • ეს ვარჯიში წინას ჰგავს, ოღონდ ამჯერად მზერა მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენაზე გადაიტანეთ.
  • დახუჭულ თვალებზე მიიდეთ თბილი ხელისგულები, ხელის თითები შუბლზე გადაიჯვარედინეთ. მოეშვით და შეეცადეთ, ღრმა შავი ფერი "დაინახოთ".
  • თვალები ასიოდეჯერ დაახამხამეთ სწრაფად და მსუბუქად.
  • მზერა ცხვირის წვერისკენ მიმართეთ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, საჩვენებელი თითი ცხვირის წვერთან მიიტანეთ და მას შეხედეთ - ასე უფრო გაგიადვილდებათ.
  • მიდით ფანჯარასთან, აირჩიეთ რომელიმე ახლომდებარე წერტილი (მაგალითად, ფოთოლი, თუ ხე ფანჯარასთან ახლოს დგას, ან რომელიმე ნივთი აივანზე, თუ ის თქვენი თვალების გასწვრივ მდებარეობს). კარგად დააკვირდით არჩეულ წერტილს და წარმოსახვით გაავლეთ მისი სიღრმისკენ მიმავალი გრძელი ხაზი - მზერა რაც შეიძლება წინ და შორს მიმართეთ.

ვარჯიშების შესრულება სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიხშირით შეიძლება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოცემული კომპლექსიდან ზოგიერთი ვარჯიში ამოირჩიოთ და სამუშაო დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიმეოროთ. ასეთი მინიკომპლექსი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს. იმ ვარჯიშთა შესრულებისას, რომელთა დროსაც თვალებს განსაზღვრული მიმართულებით გადაადგილება უხდება, მოძრაობის საბოლოო წერტილზე რამდენიმეწამიანი ფიქსაცია მოახდინეთ. ვარჯიში თითოეული მიმართულებით 7-10-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს.

კვება და მხედველობა

ვარჯიშთან ერთად კვებასაც ნუ დაივიწყებთ. რეგულარულად და უხვად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ, ბალანსირებულ დიეტასა და სათანადო ნივთიერებათა შემცველ საკვებს მხედველობის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს. დაღლილ თვალებს რგებს:

  • მოცხარი და მოცვი;
  • გარგარი და ჭერამი;

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს