სად, ვისთან ერთად იყო და რას საქმიანობდა კახა მამულაშვილი, სანამ მას სამართალდამცავები დააკავებდნენ

სად, ვისთან ერთად იყო და რას საქმიანობდა კახა მამულაშვილი, სანამ მას სამართალდამცავები დააკავებდნენ

კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, პროცესი 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.

მთავარმა პროკურატურამ კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართა; პროკურატურა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

Ambebi.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პროდიუსერი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა პარიზიდან თბილისში ჩამოფრინდა. რას უკავშირდებოდა მისი ვიზიტი საფრანგეთში, უცნობია.

Ambebi.ge-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ლელა წურწუმია, მეგობრები კი აცხადებენ, რომ მამულიჩას დაკავების შესახებ ინტერნეტიდან შეიტყვეს.

საფრანგეთამდე პროდიუსერი საბერძნეთში, კვირპროსში მეუღლესთან, ლელა წურწუმიასთან ერთად იმყოფებოდა. მათთან ერთად იყვნენ ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე გიორგი კორახაშვილიც.

საბერძნეთამდე კახა მამულაშვილი მეუღლესთან და სხვა ქართველ მომღერლებთან, მათ შორის ანრი ჯოხაძესა და თიკა ფაცაციასთან ერთად ისრაელში იმყოფებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული

საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ. მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე|ლელა წურწუმიას პირველი გამოხმაურება "მამულიჩას" დაკავების შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია