თინა ხიდაშელის გერმანიის ელჩთან შეხვედრის დროს, გერმანიის დროშა უკუღმა ეკიდა

თინა ხიდაშელის გერმანიის ელჩთან შეხვედრის დროს, გერმანიის დროშა უკუღმა ეკიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს უმასპინძლა. ბეტინა კადენბახი საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და თინათინ ხიდაშელთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერაზე ისაუბრა და გერმანიის, როგორც პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

"შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გერმანია აშშ-თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების გუნდის ხელმძღვანელი, სწორედ, გერმანელია. გერმანული მხარე მონაწილეობს, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში. ძალიან დიდია მათი როლი თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში. შესაბამისად, ამ ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა გავაცანით ელჩს, რასთანაც მოგვიწევს გამკლავება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრის დროს, გერმანიის დროშა უკუღმა ეკიდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს