"ვერ ვიტან ნარკომანიას, მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვუშუამდგომლო ამ კაცს" - დეპუტატი "მამულიჩას" საქმეზე პრეზიდენტთან არსებულ კომისიას მიმართავს

"ვერ ვიტან ნარკომანიას, მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვუშუამდგომლო ამ კაცს" - დეპუტატი "მამულიჩას" საქმეზე პრეზიდენტთან არსებულ კომისიას მიმართავს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი და ოზურგეთის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მზად არის კახა მამულაშვილს პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.

"მე ვერ ვიტან ნარკომანიას. მე არ ვმეგობრობ ნარკომანებთან და ყოველთვის ვიქნები ნარკოტიკების მოხმარების კატეგორიული წინააღგმდეგი. მიუხედავად ამისა, ვიცი ბევრი შეცდომად ჩამითვლის და ბევრს არ მოეწონება, მაგრამ მე მზად ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ვუშუამდგომლო ამ კაცს კანონის სრული დაცვით მისი სასჯელის შემსუბუქებაზე. ამას ადვოკატებიც ხომ აკეთებენ პროცესზე?

მე არ ვერევი არანაირ პროცესში. ღმერთმა დამიფაროს. იმედი მაქვს, რომ განაჩენის გამოტანის მერე, კანონის სრული დაცვით პრეზიდენტთან არსებულ კომისიას შუამდგომლობით მივმართავ. ასეთით სარგებლობის უფლება ყველას აქვს. ახლა ავხსნი მარტივად რატომ გავაკეთებ ამას. ამას უპირველესად იმიტომ გავაკეთებ, რომ კახი აღიარებს დანაშაულს და რადგანაც, ვიცნობ რა მას ძალიან კარგად და ძალიან დიდი ხანია, მჯერა მისი და ვენდობი, რომ სიტყვას შეასრულებს და ეს მისთვის მწარე გაკვეთილი იქნება. მეორე: არ შემიძლია გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს ხელი არ გავუწოდო. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ახლოს იცნობს მამულიჩას და არ უყვარდეს იგი...პირადად რომ არ ვიცნობდე ამას არ გავაკეთებდი არცერთ შემთხვევაში.

ვისაც ჩემი პოსტი აღაშფოთებს მათ ვთხოვ - ნუ მივაწებებთ პოლიტიკურ იარლიყებს ნურც მამულიჩას და ნურც მის საქმეს. მამულიჩა პოლიტიკისგან ნამდვილად შორს იყო ყოველთვის. თუ იგი ყველა დროში ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ - ეს მასზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს. ძალიან გთხოვთ "ჭკუის სწავლებისგან" თავი შეიკავეთ. გაუაზრებლად არ ვწერ რასაც ვწერ. მე ასე მიმაჩნია. საბოლოოდ კი ისევ გავიმეორებ - კატეგორიულად ვერ ვიტან ნარკომანიას და ამ სენის გამო მეგობრები მყავს დაკარგული. რასაც ვწერ - ამას ვაპირებ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბრალდებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდები" - წერს კვაჭანტირაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს