ნესვი - ვიტამინებისა და მინერალების საბადო

ნესვი - ვიტამინებისა და მინერალების საბადო

ნესვი საკვების მიღებიდან 2-3 საათში უნდა მიირთვათ, რადგან ის ბევრ პროდუქტთან შეუთავსებელია. ერთ მიღებაზე ნესვის დიდი რაოდენობა არასასურველია (ნაწლავების "გადატვირთვას" იწვევს და შესაძლოა ნაწლავური კოლიკის პროვოცირებაც მოახდინოს). ნესვი ორგანიზმიდან ოფლისა და წიდების გამოყოფას აჩქარებს. თავის ტკივილი აუცილებლად გაგივლით, თუ 200 გრამ ნესვს მიირთმევთ. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნესვით პირის ჩატკბარუნების შემდეგ არ არის რეკომენდებული ცივი წყლის ან ალკოჰოლური სასმელების დალევა, ასევე კვერცხის ან რძემჟავა პროდუქტების მიღება.

დადგენილია, რომ ნესვის ნაყოფი მდიდარია კაროტინითა და კაროტინოიდებით, სპილენძის აქტიური შენაერთებით. თურმე მასში შესათვისებელი ოქროც არც თუ მცირე რაოდენობითაა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი რაოდენობით წყალი და შაქარია წარმოდგენილი, თუმცა ნესვის განსაკუთრებულ სურნელსა და არომატს ორგანიზმისათვის ღირებული სხვა მრავალი კომპონენტი განაპირობებს.

დიდი რაოდენობით კაროტინის, ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავების შემცველობის გამო ნესვი ვიტამინებით მდიდარ პროდუქტადაა აღიარებული. ხილსა და ბოსტნეულს შორის რკინის შემცველობის მიხედვით ნესვს ხახვისა და ბოლოკის გვერდით საპატიო ადგილი უპყრია; ცოტათი ჩამორჩება ნიორს, მარწყვსა და შავ მოცხარს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს