ზიარში ძველი ქვის ხანის იარაღის ბაზა აღმოაჩინეს

ზიარში ძველი ქვის ხანის იარაღის ბაზა აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძველი ქვის ხანის, ქვედა პალეოლითის იარაღის ღია სადგომი-სახელოსნოები აღმოაჩინეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, მსგავი ტიპის სადგომი არა თუ საქართველოში, მთელს კავკასიაში არ მოგვეპოვება.

ზიარში მუშაობა ორ არქეოლოგიურ ობიექტზე მიმდინარეობს. "ზიარი ერთი", რომელიც პირველად 60-იან წლებში კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, თამაზ ბუგიანაშვილის ხელმძღვანელობით გაითხარა, დააკონსერვეს და მისი გახსნა მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება ობიექტს - "ზიარი მეორე", თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, პროფესორმა ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა აღმოაჩინა, რომელზეც ე.წ. საცდელი ჭრა შარშან ჩატარდა, წელს კი არქეოლოგიური სამუშაოები 29 ივნისიდან დაიწყო.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა