საზამთროს დიეტა, რომელიც სამი დღე გრძელდება

საზამთროს დიეტა, რომელიც სამი დღე გრძელდება

დღეს ძალიან პოპულარულია საზამთროს მონოდიეტა. ეს ის დიეტაა, რომლის დროსაც წონის დასაკლებად მხოლოდ საზამთროთი იკვებებიან. საზამთროს დიეტა საკმაოდ მკაცრი დიეტაა. ძირითადად სამ დღეს გრძელდება. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება, შესაძლოა 5 დღესაც გაგრძელდეს. როგოც დიეტოლოგები აცხადებენ, ასეთი რაციონის დღიური კალორიულობა 1330 კალორიას შეადგენს, ადამიანი კი სულ რაღაც 3 ან მაქსიმუმ 5 დღეში 3-5 კგ-ს იკლებს წონაში.

როგორ უნდა დაიცვათ საზამთროს მონოდიეტა

აღნიშნული მონოდიეტის დროს სხეულის მასის ყოველ 10 კგ-ზე ერთი კგ საზამთრო უნდა მიირთვათ. არავითარ შემთხვევაში სხვა პროდუქტები. საკვების მიღების საათებს რაც შეეხება, საზამთროთი დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიტკბარუნოთ პირი, როგორც კი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. არ იზღუდება სასმელი წყლის მიღება, სამაგიეროდ მკაცრად არის აკრძალული ალკოჰოლის, გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელები.

რა უნდა გაითვალისწინოთ

დიეტის მოყვარულებს საზამთროს დიეტა, ჩვეულებრივ, უფრო ადვილად გადააქვთ, ვიდრე სხვა მონოდიეტები. საქმე ის გახლავთ, რომ საზამთრო მდიდარია უჯრედისით, რომელიც დანაყრების შეგრძნებას საკმაოდ კარგად ავითარებს და ადამიანს შიმშილის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში არ აწუხებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს