პლუტონის ზედაპირის კვლევა გრძელდება: უკანასკნელი სიახლეები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიის შესახებ

პლუტონის ზედაპირის კვლევა გრძელდება: უკანასკნელი სიახლეები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიის შესახებ

ზონდ New Horizons-ის კამერებმა პლუტონის ზედაპირზე კიდევ ერთი მთიანი ადგილი აღმოაჩინეს. როგორც ნასა იუწყება, ეს მთების ჯაჭვი პლუტონის "გულთან" მდებარეობს. ახალაღმოჩენილი მთები სიმაღლეში დიდად ჩამორჩება პირველად დაფიქსირებულ სამკილომეტრიან მთებს.

როგორც New Horizons-ს გეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ჯეფ მური ამბობს, ეს მთები 100 მილიონი წელია არსებობს და წარმოქმნილია ძველ კრატერებზე. მისივე თქმით, მათი შესწავლა შესაძლოა, მეცნიერებს იმის დადგენაში დაეხმაროს თუ როგორ გაჩნდა ნათელი, შედარებით ახალგაზრდა რეგიონები პლუტონის ზედაპირზე და როგორ ურთიერთკავშირში არიან ისინი მუქ, ძველ რეგიონებთან.

ამასთან, ნასამ წარმოადგინა პლუტონის ორი ბუნებრივი მეგზურის - ნიკტას და ჰიდრას ფოტოები. ფოტოებზე ყურადღებას იქცევს საეჭვო წითელი ლაქა, რომელიც ნიკტას ზედაპირზე შეინიშნება და რომელმაც უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. მკვლევარების შეფასებით, ნიკტას სიგრძე 42 კილომეტრია, სიგანე კი 36 კილომეტრი. მისი ზედაპირი ნეიტრალური რუხი ფერისაა, ამის ფონზე კი განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანს წითელი შეფერილობის რეგიონი. წინასწარი ვარაუდებით, ეს შესაძლოა, კრატერი იყოს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახალი მასალები  მათ საშუალებას მიცემს, ამ წარმონაქმნის ბუნება გამოიკვლიონ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს