გივი თარგამაძე "ფეისბუქზე" ვანო მერაბიშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც იგი ახალშობილ ვაჟთან ერთადაა ასახული.
"ყველას, ვინც მომილოცეთ და აწი მომილოცავთ, უღრმეს მადლობას მოგახსნებთ. პირობას გაძლევთ, არ გიმტყუნებთ მეგობრობაში, გვერდში დგომაში, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. დღეს ჩემი უახლოესი მეგობრის და თანამებრძოლის ვანო მერაბიშვილის პირველი ვაჟი, მიშო 15 წლის გახდა. ვულოცავ, წარმატებებს, სიხარულს ვუსურვებ და ვპირდები - სულ ცოტა ხანში მთელი მსოფლიო დასაბუთებულად შეიტყობს, რომ მისი საამაყო მამა ციხეში მხოლოდ მისი პოლიტიკური წონის გამო ჰყავთ გამოკეტილი, რაც ამ ხელისუფლებას ძალზე ძვირი დაუჯდება, ვანო დაუბრუნდება ოჯახსა და ქვეყანას.
ასევე, პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ცხოვრების 47-ე წელს მთლიანად დავუთმობ ჭორვილის ორღობის ჭორიკნის, უცაბედი უზარმაზარი ფულით გადაბღენძილი არარაობის, ხალხის უტიფრად მასხრად ამგდები ტვინგადაგლესილი ტიკინას გაუვნებელყოფას არაფორმალური თუ ფორმალური მართვიდან მისი ჩამოცილების უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიხდით. ჩვენ ერთად გადავარჩენთ ქვეყანას", - წერს თარგამაძე.