მარიხუანა ძვლის მოტეხილობის შეხორცებას უწყობს ხელს

მარიხუანა ძვლის მოტეხილობის შეხორცებას უწყობს ხელს

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარიხუანა ძვლების სწრაფად შეხორცებას უწყობს ხელს. გამოცემა "ბიზნეს სტანდარტი" წერს, რომ კანაბიდოლი, არაფსიქოტროპული ქიმიკატი, რომელიც მარიხუანაში მოიპოვება, შეიძლება ოსტეოპოროზის და ძვლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენონ.

კვლევა თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა, რომლებმაც ცდები მოტეხილობების მქონე ვირთხებზე ჩაატარეს. "კვლევები ცხადყოფს, რომ კანაბიდოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლების შეერთებაში. განკურნების პარალელურად, იგი ძვლებს აძლიერებს კიდეც", - ნათქვამია კვლევის ოფიციალურ დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში უკვე ჩვიდმეტმა შტატმა მოახდინა კანაბიდოლის შეზღუდული ლეგალიზაცია. მრავალმა კვლევამ უჩვენა, რომ მარიხუანა სასარგებლოა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. მისი მიღება სისხლში შაქრის დონის კონტროლს უწყობს ხელს, სიმსივნურ მეტასტაზებს ამცირებს, სკლეროზის წარმოქმნას უშლის ხელს და შეუძლია აივ ინფექციების გავრცელების შეჩერებაც კი.

მომზადებულია sentinelrepublic.com-ს მიხედვით.

Marijuana Could Help Mend Broken Bones

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს