"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს"

"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს"

ნატო მენაბდე, რომელიც უკვე ოცი წელია სავარძელსაა მიჯაჭვული, 16 წლის შვილთან ერთად, დედის სახლში ცხოვრობს და თავის გატანა 150 ლარიანი პენსიით უწევს. ქალბატონი სოციალურ სააგენტოს უჩივის, რადგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზიდან ამოიღეს.

"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, შვილიც ასეთ მდგომარეობაში გავაჩინე, თავდაპირველად სოციალურ დახმარებას ვიღებდი, თუმცა გადამოწმება ძალიან ხშირად ხდებოდა. ბოლოს მოვიდა აგენტი და სოციალურიც მომეხსნა. ჩემნაირ ადამიანს როგორ შეიძლება სოციალური დახმარება არ ჰქონდეს? ეჭვი მაქვს, რომ ბოლოს მოსულმა აგენტმა მონაცემები არ გადააგზავნა თბილისში და ამის გამო ორჯერ ერთი და იგივე ქულა მოვიდა. ვითხოვ, დამენიშნოს დახმარება და ამიხსნან სააგენტოს წარმომადგენლებმა, რატომ ხდება მსგავსი რამ. უცნაურია კიდევ ის ფაქტი, რომ თბილისიდან ჩამოსულ აგენტებსაც ჩემთან აგზავნიდნენ გადასამოწმებლად, რატომ ხდება, რა უნდა ჩემთან სააგენტოს, ან რა საეჭვო ნახეს, ვერ ვხვდები - ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს", - ამბობს ნატო მენაბდე.

როგორც ქალბატონი ამბობს, მუდმივად საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა მისი შეძენის საშუალება არ გააჩნია. როგორც ქალბატონი ვარაუდობს, უსახსრობის გამო, შვილსაც ვერ გაუშვებს სკოლაში.

"დიდი წონის გამო, ხშირად ღია ჭრილობები მიჩნდება, მაწუხებს თირკმელებიც, ექიმთან მისვლას კი ვერ ვახერხებ, არც საშუალება მაქვს და ვერც ფიზიკურად ვერ ვახერხებ. მიუხედავად იმისა, რომ პანდუსი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით, ორი წელია სპეციალურად ჩემთვის გაკეთდა, ჩასვლა და ამოსვლა მიჭირს, გადაადგილებისთვის დახმარება მჭირდება. შვილი გიმნაზიაში სწავლობს, როცა სოციალურს ვიღებდით, სწავლა უფასო იყო, წიგნებსაც უფასოდ გვაძლევდნენ ხოლმე, ახლა კი არ ვიცი, რითი უნდა შევძლო იმ თანხის გადახდა, რაც წელიწადში არის გადასახდელი", - ამბობს მენაბდე.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა