სექსმუშაკმა ”სერიული მკვლელი” მოკლა

სექსმუშაკმა ”სერიული მკვლელი” მოკლა

ამერიკელმა სექსმუშაკმა, შესაძლოა, წერტილი დაუსვა სექსმუშაკების მკვლელობის სერიულ ფაქტებს დასავლეთ ვირჯინიაში მას შემდეგ, რაც თავდაცვის მიზნით მამაკაცი მოკლა.

ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ 45 წლის ნილს ფოლსმა მისი ონლაინ რეკლამა ნახა და შემდეგ სახლში მიადგა. მან ქალზე ძალადობა სცადა, რა დროსაც ქალმა იარაღი წაართვა და ესროლა.

პოლიციამ გარდაცვლილის ჯიბეში ”მოკლულთა სია” იპოვნა, რაზე დაყრდნობითაც დაასკვნა, რომ ის სერიულად კლავდა სექსმუშაკებს. ”ვიცი, რომ მოკვლას მიპირებდა. დარწმუნებული ვარ, უკვე ეყოლება ვინმე მოკლული, რადგან მითხრა, რომ ციხეში დიდი ხნით მოუწევდა ყოფნა”, - განაცხადა დაზარალებულმა ქალმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.

პოლიციამ ნილს ფოლსის მანქანაში იარაღი, დანები, ჯავშანჟილეტი, მაჩეტე და სანაგვე ტომრები აღმოაჩინა.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს