სოფელ ვანთაში შუა საუკუნეების საწნახელსა და კერამიკის ნიმუშებს მიაკვლიეს

სოფელ ვანთაში შუა საუკუნეების საწნახელსა და კერამიკის ნიმუშებს მიაკვლიეს

თელავის რაიონის სოფელ ვანთაში, "დონაურთა სასახლესთან" არქეოლოგიური გათხრების დროს შუა საუკუნეებით დათარიღებულ საწნახელს, კერამიკის ნიმუშებსა და ლითონის ნაკეთობებს მიაკვლიეს. ისტორიკოსების ვარაუდით, სასახლე, რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება, წმინდა ილარიონ ქართველს ეკუთვნოდა.

"არქეოლოგიური მუშაობის შედეგად მივაკვლიეთ კრამიტზე შესრულებულ ასომთავრულ წარწერებს, მოჭიქული კერამიკის ნიმუშებს, სამშენებლო და ლითონის ნაკეთობებს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს არქეოლოგმა გიორგი ლაღიაშვილმა.

ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული "ნამარნალისა" და კარის ეკლესიის ნაშთების კვლევა მიმდინარეობს. სპეციალისტებთან ერთად ექსპედიციაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. არქეოლოგიური გათხრებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30 ათასი ლარი გამოყო.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა