გურჯაანელი დაჩი გვენეტაძე ხუთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს შორის მოხვდა

გურჯაანელი დაჩი გვენეტაძე ხუთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს შორის მოხვდა

ზოგადი უნარების გამოცდების შედეგების მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაჩი გვენეტაძე ხუთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს შორის მოხვდა. მან 79 ქულა მიიღო. ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა კი 80-ია.

"როდესაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ზოგადი უნარების ტესტები, ვნახე სწორი პასუხები და 78 ქულა დავითვალე, მაგრამ როგორც ჩანს არ მახსოვდა ის ერთი საკითხი. 79 ქულას არ ველოდი. ძალიან გახარებული ვარ. დანარჩენ საგნებშიც ასეთ მაღალ ქულას ველოდები", - განუცხადა Knews.ge-ს დაჩი გვენეტაძემ.

დაჩის სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გახდეს. გვენეტაძემ ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა