მეცნიერებმა ფუმფულა ობობების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ფუმფულა ობობების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინიატურული, ფუმფულა ობობების ახალი სახეობა, რომლებიც დასავლეთ ავსტრალიაში ბინადრობენ. მათი ფერების გამო გამოცემა The Verge-მ მათ "პლანეტის ყველაზე საყვარელი" ობობები უწოდა.

Maratus personatus სახეობის ობობები სიგრძეში სამიდან ხუთ მილიმეტრამდე არიან და ფერადი შეფერილობით გამოირჩევიან, რისი საშუალებითაც მდედრი ობობების ყურადღებას იქცევენ. ობობების ახალი სახეობა ავსტრალიელმა ბიოლოგმა იურგენ ოტომ აღმოაჩინა.

მსგავსი სახეობის ობობების შესახებ ოტომ ადგილობრივი ექსპერტისგან 2013 წელს შეიტყო. ოტომ მოახერხა კამერაზე დაეფიქსირებინა ობობების საქორწინო ცეკვები და ერთ-ერთი ობობის დადებული კვერცხები თვითონ გამოზარდა. ამგვარად მან შეძლო მინიატურული ობობების განვითარების ყველა ეტაპზე დაკვირვება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს