მდინარე ალაზანში მამაკაცს ეძებენ

მდინარე ალაზანში მამაკაცს ეძებენ

დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდინარე ალაზანმა 45 წლამდე მამაკაცი გაიტაცა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახეთის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ოსოშვილმა განუცხადა, არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც მდინარემ წაიღო.

"სამაშველო სამსახურში მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დილას შემოვიდა. სამაშველო სამსახური მობილიზებულია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიხეილ ოსოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა