დასჯილი ბავშვის ფიქრები - რას განიცდიან პატარები ამ დროს

დასჯილი ბავშვის ფიქრები - რას განიცდიან პატარები ამ დროს

დატუქსული და დასჯილი პატარა კუთხეში სლუკუნებს...სამწუხაროდ ეს ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ რას ფიქრობს ამ დროს ის, ჯობია ყველა მშობელმა იცოდეს...

"მე დამსაჯეს და ახლა კუთხეში ვდგავარ. მე ხომ უკვე დიდი ვარ, 4 წლის ვარ და მინდოდა დედას დავხმარებოდი, მაგრამ დედამ ვერაფერი ვერ გაიგო, არც კი უნდოდა ჩემი მოსმენა, ასევე მამასაც.

დილით მე და დედა მაღაზიაში წავედით, როდესაც დავბრუნდით, დედას თავისმა მეგობრამა დაურეკა . მან ტელეფონი თავის ოთახში შეიტანა და კარი მოხურა. პროდუქტებით სავსე პაკეტები იატაკზე ელაგა. ერთი პაკეტი წაიქცა და იქიდან ორცხობილა გადმოვარდა. ჩვენმა ძაღლმა, ალმამ, მაშინვე დასტაცა პირი და შეჭამა, შემდეგ ცდილობდა პაკეტის დაღრღნას, მაგრამ მე გამოვართვი და თან მკაცრი ხმით (ისე, როგორც დედა ეუბნება ხოლმე), ვუთხარი: "შენთვის არ შეიძლება ორცხობილა, გაწყენს. შენ დედამ ხორცი გიყიდა".

ალმას ძალიან უყვარს ორცხობილა და შემეცოდა. მოვძებნე პაკეტებში ხორცი და გადავწყვიტე, ალმასთვის მეჩვენებინა. ხორცი, რომელიც ცელოფანში იდო, უცებ ხელიდან გამისხლტა და პატარა ნაჭერი ძირს დამივარდა. ალმამ მაშინვე სტაცა პირი და შეჭამა. პაკეტიდან კი იატაკზე კი წვეთ-წვეთად ეცემოდა უსიამოვნო სუნის სითხე. შემეშინდა, რომ დედა გამიბრაზდებოდა და წინდიანი ფეხით დავიწყე წვეთების მოწმენდა. ერთ ფეხზე წინდა დამისველდა, სამაგიეროდ იატაკი თითქმის გასუფთავდა... ორცხობილა ყუთში მოვათავსე, მე ხომ ვიცი, სად რა გვიდევს, მე უკვე დიდი ვარ...

დედა ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა. გადავწყვიტე, ნაყიდი პროდუქტებისთვის თავ-თავისი ადგილი მიმეჩინა და დედას დავხმარებოდი. ჩავიხედე ჩანთაში და დავინახე კანფეტები.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს