შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი თოთლაძემ თანამდებობა დატოვა. მისი სამუშაო ოთახის კარიდან უკვე ჩამოხსნილია აბრა - "გიორგი თოთლაძე გუბერნატორის მოადგილე". გავრცელებული ინფორმაციით, თოთლაძემ თანამდებობა გუბერნატორთან, ზურაბ რუსიშვილთან უთანხმოების გამო დატოვა.

ტელეკომპანია "თრიალეთი" გიორგი თოთლაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

წყარო: trialeti.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა