საშინელმა ავტოკატასტროფამ გოგონას თავი მოაგლიჯა

საშინელმა ავტოკატასტროფამ გოგონას თავი მოაგლიჯა

შაბათს, პირველ აგვისტოს მოსკოვში საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთ მათგანს კი შეჯახების შემდეგ ხანძარი გაუჩნდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის მალევე ჩაქრობა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციელები, რომლებიც ცდილობენ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეჯახებაში დამნაშავე "მერსედესის" მარკის მანქანის მძღოლი აღმოჩნდა, რომელიც ქუჩის მრბოლელი იყო და ტრასაზე ბაიკერს ეჯიბდებოდა. თვითმხილველების თქმით, ტრასაზე "მერსედესი" მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა, სადაც რამდენიმე მანქანის შეტაკება გამოიწვია.

"მერსედესში" სამგზავრო სავარძელზე მჯდომ გოგონას, თვითმხილველების თქმით, ძლიერმა შეტაკებამ თავი მოაწყვიტა. კატასტროფის შედეგად კიდევ ორი ავტომობილი დაზიანდა. მათი მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეტაკების გამომწვევი მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამჟამად პოლიცია ეძებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს