უწყლოდ დარჩენილი კარდენახელები გურჯაანის გამგებელს კარის აჭედვით დაემუქრნენ

უწყლოდ დარჩენილი კარდენახელები გურჯაანის გამგებელს კარის აჭედვით დაემუქრნენ

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებში შეიკრიბნენ და გამგებელს პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, სამუშაო ოთახის კარის აჭედვით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"პატრონი მარტო მაშინ გვყავს, როცა არჩევნებია და მუხლისჩოქებზე გვიდგებიან, ჩვენ შემოგვხაზეო. ახლა სად არიან, რატომ იმალებიან? სად არის გერგიძე. როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ", - განაცხადა სოფელ კარდენახში მცხოვრებმა ლიანა გულაშვილმა.

"აქ რომ უნდა წამოვსულიყავი, ალაზნის წყალი წამოვიღე ნაკვეთიდან, რომ დამებანა და ისე მოვსულიყავი. ამაზე მძიმე პრობლემა რაღა უნდა გვქონდეს 21-ე საუკუნეში. გამგებელმა იცოდა, რომ უნდა მოვსულიყავით და დაიმალა. კარებს ავუჭედავთ, რომ კაბინეტში ვეღარ შევიდეს",- აღნიშნა დალი გულაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე აქციის მონაწილეებს მოგვიანებით შეხვდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა