ტომრებით მოხტუნავე ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები

ტომრებით მოხტუნავე ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ზვიად ჯავახიასა და ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" დირექტორის მოადგილის მამუკა მღვდელაძის ტომრებით ხტომის ფოტოებმა სოციალური ქსელი მოიცვა. ქუთაისის მერიის შეზარხოშებულმა მაღალჩინოსნებმა ბავშვობა ტომრით ხტომით გაიხსენეს და კარგად მოილხინეს.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდ "სოხუმის", საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ინიციატივით ქობულეთში, 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე, მოზარდთა ბანაკი - "გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის" მოეწყო. ბანაკის საზეიმო დახურვას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დათო დვალი დეპუტატებთან ერთად დაესწრნენ.

წყარო: kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა