იოსებ სტალინის პერსონალური აგარაკი და არდადეგები წყალტუბოში

იოსებ სტალინის პერსონალური აგარაკი და არდადეგები წყალტუბოში

საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი წყალტუბოში რამდენჯერმე ისვენებდა, კურორტზე პერსონალური აგარაკიც ჰქონდა, რომელსაც 1931 და 1951 წლებში სტუმრობდა. პირველი ვიზიტის შესახებ ისტორიული ცნობები ნაკლებად მოიპოვება. ვიცით მხოლოდ ის, რომ იმყოფებოდა კურორტის წყლების დასათვალიერებლად და რამდენიმე დღე დაჰყო აგარაკზე, სადაც იმ დროს ხის სახლი იყო აგებული. წყალტუბოს ცნობილ მეექვსე აბაზანას სტალინის აბაზანასაც უწოდებენ, რადგან შენობა სპეციალურად სტალინისთვის ააშენეს. 1950 წლის იანვარში წყალტუბოში ჩამოიყვანეს მშენებლთა უზარმაზარი არმია 4000 კაცის შემადგენლობით. მშენებლობის პროცესი თითქმის 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობდა, დეკემბერში სააბაზანო მიიღო სახელმწიფო კომისიამ, პარალელურად დასრულდა ხუთსართულიანი სასტუმროს "თბილისი"-ს მშნებლობა. 1951 წელს #6 აბაზანა ექსპლუატაციაში შევიდა, მის მთავარ ექიმად დამტკიცეს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ამბროსი კირტავა. ივნისში უკვე ცნობილი გახდა, რომ სტალინი მალე ჩამოვიდოდა წყალტუბოში, აბაზანის მთელი პერსონალი შეამოწმა უშიშროების კომიტეტმა, ჩამოვიდა ექიმთა ჯგუფი მოსკოვიდან, ნათელი გახდა, რომ სტალინს აწუხებდა მაღალი არტერიული წნევა, საერთოდ კი სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება აკრძლული იყო.

1951 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში სტალინი წყალტუბოში იმყოფებოდა, რკინიგზის სადგურზე ჩამოვიდა სპეცმატარებელი, შეიკრიბა ხალხი, მაგრამ სტალინის არ ჩანდა, იგი იმ დროს უკვე აგრაკზე იყო, მატარებელს ჩამოყვა 200-მდე თანმხლები პირი, მოსამსახურე პერსონალი, დაცვა. შემდგომ გაირკვა, რომ სტალინი ქუთაისის მახლობლად მატარებლიდან ავტომანქანაში გადამჯდარა, იმ წელს საქართველოში ცხელი ზაფხული იყო, მაგრამ აუტანელი სიცხის გამო სტალინმა გადაწყვიტა რამდენიმე დღით ბორჯომში დასვენება.

სტალინი წყალტუბოში ბორჯომიდან დაბრუნებულა, მის სააბაზანო პროცედურებზე მიღება დაევალა კურორტის მთავარ ექიმმს დიმიტრი ჩახნაშვილს, #6 სააბაზანოს მთავარ ექიმს ამბროსი კირტავას, რომლიც აღწერს სტალინის აბაზანაში მისვლის ფაქტებს:

"9 საათს ოდნავ გადასცილდა, კარი გაიღო, მისაღებ ოთახში ჯერ სტალინი შევიდა შემდეგ მისი თანმხლები პირები, სტალინი მედპერსონალს თავის დახრით მიესალმა და იკითხა "საით წავიდე" - თქვენგან მარცხნივ არის აუზი, ხოლო აქ საააბაზანო კაბინა, ორივე მზად არის თქვენი სურვილით შეგიძლიათ აირჩიოთ - მიიღო პასუხი, სტალინი ოდნავ შებრუნდა და წავიდა კაბინისკენ, მეორე დღეს ბელადი ოდნავ დაგვიანებით მივიდა, შევიდა მისაღებში მიესალმა პერსონალს და ჩაილაპარაკა: "ახლა აქ ვნახოთ" კაბინის შესასვლს გვერდი აუარა და აუზისკენ გაეშურა, აუზში 20 წუთი დაჰყო, ამის შემდეგ ყველა პროცედურა აუზში მიიღო, შემდგომ პროცედურაზე სტალინმა დაიგვიანა, ეს დაგვიანება როგორც შემდგომ ექიმები ვარაუდობენ გამოწვეული იყო წყალტუბოს აბაზანების ძილისმომგვრელი ზემოქმედებით. ჩვეულებრივ ღამით გვიანობამდე მუშაობდა და დილით შედარებით გვიან იღვიძებდა, წყალტუბოს აბაზანებმა იმდენად იმოქმედეს, რომ ითხოვეს ბალნეოპროცედურების საღამოს საათებში გადატანა. სტალინმა წყალტუბოში 9 აბაზანა მიიღო. შეეძლო ხანმოკლე მკურნალობას რაიმე ბალნეოლოგიური ეფექტი მოეხდინა? როგორც ექიმები ვარაუდობდნენ - არა, მაგრამ მცირე გაუმჯობესება სისხლძარღვთა სისტემაში, განსაკუთრებით ძილის დარეგულირეება, აგრეთვე ფსიქოლოგიური ფაქტორი და სამუშაო განტვირთვა, რათქმაუნდა, დადებითად იმოქმედებდა," - აცხადებდა ექიმი.

განაგრძეთ კითხვა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა