როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჩვენი საიტის მკითხველებს უკვე შევთავაზეთ განვლილი თვის პროგნოზი ცნობილი ტელეგადაცემის "ექსტრასენსთა ბრძოლის" ერთ-ერთი გამარჯვებულის ალექსანდრ ლიტვინის პროგნოზი ივლისის თვეზე. ამჯერად კი გვინდა უკვე აგვისტოს პროგნოზები შემოგთავაზოთ მისგან.

ალექსანდრ ლიტვინის აზრით, ივლისი ე.წ. "დამწიფების" თვეა, რომლის მანძილზეც დგება დრო ჭეშმარიტი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ხოლო აგვისტო გაცილებით უფრო ქმედით ნაბიჯებს ითხოვს ჩვენგან. ამიტომ იგი არავის ურჩევს, შვებულება აგვისტოში დაგეგმონ. გამომდინარე იქედან, რომ ზუსტად აგვისტო იძლევა შანსს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას კარიერაში და პროფესიული კავშირების კუთხით. შესაბამისად, ამ თვის პასიურად გასატარება არ არის მიზანშეწონილი.

ამიტომ ცნობილი ასტროლოგი და ექსტრასენსი ყველას მოუწოდებს, აგვისტოს თვეში შვებულების ნაცვლად დაგეგმოს ... რემონტი, უძრავი ქონების შეძენა ან სულაც მშენებლობა. მისი თქმით, აგვისტოს გამოკვეთილი მატერიალისტური ხასიათი გააჩნია, ამიტომ ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ თვეში ჩაუყრით საფუძველს, მით უმეტეს, თუ ეს ფინანსურ საკითხებს ეხება, აუცილებლად მოიტანს ხანგრძლივ და რაც მთავარია, მნიშვნელოვან მოგებას თქვენ ცხოვრებაში. ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზუსტად აგვისტოში ხდება ყველაზე სარფიანი მოლაპარაკებების წარმოება დამსაქმებლებთან, შესაბამისად, მათ ვინც

უკეთეს სამსახურს ეძებს, ან საერთოდ ეძებს სამუშაოს ამ თვის პასიურად გატარება არამც და არამც არ ეპატიება.

რაც შეეხება სიყვარულს და პირად ურთიერთობებს, ეს თვე სიყვარულის ფიზიკურ ან მატერიალურ გამოხატულებას უფრო წაახალისებს, ვიდრე ამაღლებულ და რომანტიკულ ემოციებს. ამიტომ სასურველია, მოკლევადიანი რომანებით გაინებივროთ თავი. ხოლო თუ მაინც აპირებთ ხანგრძლივი კავშირის დამყარებას, სასურველია, ეს ურთიერთობა ურთიერთშეთანხმების ხარჯზე მოხდეს და წყვილს შორის პრიორიტეტული მატერიალური მხარე, პროფესიული ინტერესები და ბიზნესი იყოს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს