"სულმოკლე ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას რუსეთის მიერ ხელახალი დამონებისკენ ექაჩება" - ნიკა რურუა

"სულმოკლე ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას რუსეთის მიერ ხელახალი დამონებისკენ ექაჩება" - ნიკა რურუა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

"იმის მაგივრად, რომ საქართველო უკრაინის გულისთვის რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს მიუერთდეს, მისი, როგორც მინიმუმ, ახლომხედველი და სულმოკლე ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსაგან უფრო მეტი იზოლაციისა და რუსეთის მიერ ხელახალი დამონებისკენ ექაჩება.

რუსეთის დასავლური სანქციებით დასუსტება და იძულება ჩვენთვისაც ერთ-ერთი მთავარი იმედია და ამაზე საჯაროდ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ რეალურად სტატუს ქვოს, ანუ ოკუპაციას ეგუები და დეოკუპაციისთვის ბრძოლას არ აპირებ.

ეს გაზვიადება, ჰიპერბოლა არ არის. ასეთი ბეცი და მხდალი პოლიტიკა საქართველოს რეალურ და კონკრეტულ ზიანს მოუტანს, რასაც აუცილებლად იგრძნობს მთელი ხალხი", - წერს რურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს