ქუთაისში არსებული 35-ვე საბავშვო ბაღის დირექტორებს თანამდებობები დაატოვებინეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფილიალის გათავისუფლებული ხელმძღვანელების თქმით, მათ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელისგან დღეს შეიტყვეს, რომ ისინი თანამდებობებზე აღარ რჩებიან.
"ჩვენ 4 წლის წინ დაგვნიშნეს ამ თანამდებობზე. სწორედ ამიტომ ქუთაისის მერიას სურს "ნაციონალების" ხელისუფლების დროს დანიშნული კადრი გაათავისუფლონ. სხვა მიზეზს ჩვენ ვერ ვხედავთ. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს რომ ვუთხარი, თუ რატომ გაგვათავისუფლეს, პასუხად მითხრა - იმიტომ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად სამართლებრივად მოვითხოვთ თანამდებობაზე აღდგენას", - აცხადებენ დირექტორები.