"ჩამივარდი ხელში, ხელოსანო გია?" - მოქალაქე გია ბობოხიძე პატრულს ცემაში ადანაშაულებს

"ჩამივარდი ხელში, ხელოსანო გია?" - მოქალაქე გია ბობოხიძე პატრულს ცემაში ადანაშაულებს

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გია ბობოხიძე პატრულის თანამშრომელ ტარიელ ხარატიშვილს ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პატრულის თანამშრომელი, რომელთანაც ადრეც ჰქონდა უკმაყოფილება, მას აგრესიულად ექცეოდა. დაპირისპირება საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და გია ბობოხიძეს შორის გაცილებით ადრე დაიწყო. ბობოხიძის თქმით, პატრულმა ბევრჯერ სცადა მისთვის ოქმი შეევსო, თუმცა ვერ მოახერხა.

"17 ივლისს, ღამის 23 საათისთვის ოჯახის წევრებთან ერთად სახლში მივდიოდი, რა დროსაც პატრულმა გამაჩერა. ჩემი ვარაუდით პატრულის თანამშრომელი ტარიელ ხარატიშვილი, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან განსაკუთრებულად აგრესიული იყო და ფიზიკურ ძალადობაზეც გადმოვიდა. როდესაც დამინახა და მიცნო, საპატრულო მანქანიდან ამ სიტყვები გადმოვიდა: "ჩამივარდი ხელში, ხელოსანო გია?" ეს იმიტომ მითხრა, რომ გარკვეული ხნის წინ დამემუქრა, რომ გამამწარებდა, მმტრობდა, მაგრამ რატომ, ჩემთვის უცნობია. ხარატიშვილმა მცემა, რის შემდეგაც სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. ფაქტს ჩემი ოჯახის წევრები შეესწრნენ. მანდილოსნები და ჩვილი ბავშვი მანქანაში მიატოვეს", - აცხადებს ბობოხიძე.

ბობოხიძემ ტვინის შერყევა მიიღო და გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, რასაც ხონის საავადმყოფოს ექიმებიც ადასტურებენ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა